ვაკანტური თანამდებობა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელოს.

მესამე სექტორში უარყოფითად აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მარგველაშვილმა საკუთარი მოსაზრება დღეს კიდევ ერთხელ განმარტა და გაიმეორა, რომ ამ სიტუაციაში კანდიდატის დასახელება იქნებოდა მხოლოდ დასახელება დასახელებისთვის, რადგან კონსულტაციებში ჩართვაზე უარი თქვა არასამთავრობო სექტორმა, მმართველი პარტია კი პრეზიდენტის კანდიდატის მხარდაჭერას არ გეგმავდა. აღნიშნული განცხადება დღეს კიდევ ერთხელ შეაფასეს დეპუტატებმა.