ვაკანსია ტყის მცველის თანამდებობაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტყის მცველის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს – საუბარია 401 ადგილზე. ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება. რეფორმის ფარგლებში, მილიონ 700 ათას ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი, 903 დასაცავ ნაწილად დაიყო. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას, ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 – ტყის მცველი.