„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – დეტექტიური სერიალი პირველი არხის ეთერში

21:35, 09.01.2018

გაზაფხულზე პირველი არხის ეთერში მაყურებელი ახალ დეტექტიურ სერიალს იხილავს. მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სცენარის მიხედვით იღებენ. „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე” – ასე ჰქვია სერიალს, რომლის პირველი სეზონი 12 ეპიზოდისგან შედგება. სცენარის ავტორი ილია ჯიბღაშვილი, რეჟისორი კი ბესო სოლომონაშვილია. ახალ სერიალში კომიქსის ელემენტებიც იქნება გამოყენებული.

 

მსგავსი