ნიგერში განვითარებული პროცესები დასავლეთისთვის მორიგ გამოწვევად იქცა. სამხედრო გადატრიალებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ შტატებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით, შესაძლოა, რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ისარგებლოს, რომლის მებრძოლებიც ნიგერის მეზობელ ქვეყნებში უკვე იმყოფებიან.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნიგერის სამხედრო მმართველები უკვე გააფრთხილა, რომ „ვაგნერელების“ ქვეყანაში შესვლას მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა მოჰყვება. ვაშინგტონი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს, ნიგერის ხუნტის მეთაურები დაითანხმოს, დააბრუნონ თანამდებობაზე გადაყენებული პრეზიდენტი.
დასავლეთიდან ზეწოლის ფონზე კი ქვეყანაში პუტჩისტების მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. აფრიკული ქვეყნების ლიდერები ხუთშაბათს საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავენ, სადაც ნიგერში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალზე უნდა იმსჯელონ. განიხილება სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაც.
ლევან ახალაია გიამბობთ.