ვაჟაობა

დღეს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა.

ლუკა რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში დაიბადა. რვა წლამდე იზრდებოდა ფშავში. ვაჟა ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. ის ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს დიდი მწერლის 159-ე დაბადების დღე ვერ აღინიშნა, თუმცა სოფელ ჩარგალში არსებულ სახლ-მუზეუმს დამთვალიერებლები მაინც სტუმრობდნენ. მუზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა.

ჩარგალში დღეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე იმყოფებოდა.