ვაჟაობა ჩარგალში

18:42, 14.07.2026

დღეს ჩარგალში ვაჟაობა აღინიშნება. მრავალფეროვან ღონისძიებას ადგილობრივები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესასწაული ძველი ფშაური რიტუალით დაიწყო, უხუცესი ფშავლების ანსამბლმა „ბერმუხამ“ შეასრულა „ფერხისა“. ასევე, გაიმართა ქართულ-იაპონური წიგნის პრეზენტაცია, ვაჟასა და იაპონელი ავტორის ნაწარმოებების შეხვედრა, შედარება ორი კულტურის, ორი ლიტერატურული შედევრის, რომელსაც წარმოადგენენ ქართველი ავტორები, გია ალიბეგაშვილი და მამუკა ჭანტურაია. ბოლოს კი – საზოგადოებას თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა ნანუკა ხუსკივაძის ხელმძღვანელობით „ალუდა ქეთელაურის“ სპექტაკლი  წარუდგინა.

ჩარგლიდან დესი ვარდოსანიძე დეტალებით.

მსგავსი