ვაჟაობა – 165 წელი ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან

21:53, 14.07.2026

14 ივლისი ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, დიდი პოეტის და პროზაიკოსის, ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა.

გამორჩეული ქართველის 165 წლის იუბილე განსაკუთრებით მის მშობლიურ სოფელში აღინიშნა. ჩარგალში ლუკა რაზიკაშვილის სახლ-მუზეუმში დილიდან ხალხმრავლობა იყო. კიდევ ერთხელ გაიხსენეს იმ ადამიანის ცხოვრება და შემოქმედება, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სადღესასწაულო ღონისძიებები ძველი ფშაური რიტუალით გახსნა. შესრულდა ტრადიცული ფშავური სიმღერები, თელავის თეატრმა კი „ალუდა ქეთელაურის“ ახალი სასცენო ინტერპრეტაცია წარადგინა. დიდი ქართველი გაიხსენეს თბილისშიც. ლუკა რაზიკაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს მწერალთა სახლმა უმასპინძლა.

ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებაც ნებისმიერ დროში აქტუალურია – ნახეთ დესი ვარდოსანიძის სიუჟეტი.

მსგავსი