ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებიდან თვეზე მეტი გავიდა

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებიდან თვეზე მეტი გავიდა. მომდევნო ე.წ. სასამართლო, სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება. ექიმის პატიმრობას პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მის გასათავისუფლებად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ცნობილი მედიკოსის მხარდასაჭერად, გუშინ სოლიდარობის აქცია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ოძისთან გაიმართა. დღის ბოლოს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა, სოციალური ქსელით, მადლობის წერილიც გაავრცელეს.

ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. თუმცა, გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.