ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. სასამართლო ტყვეობაში მყოფი ექიმის საქმეს განიხილავს. ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავებიან. როგორც ცნობილია, ექიმი არ აღიარებს უკანონო საზღვრის არსებობას და, შესაბამისად, არ ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის უკანონოდ შერაცხულ ე.წ. ბრალში, რის გამოც ის ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

ნინო ფისაძე მუშაობს ერგნეთის საგუშაგოსთან, დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.