ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა დავით ზალკალიანი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას. აღინიშნა, რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი ახლო მომავალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.