ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა, შესაძლოა, სამართლებრივი კუთხით დაიწყოს ბრძოლა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ორშაბათიდან, შესაძლოა, სამართლებრივი კუთხით დაიწყოს ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ექიმის გასათავისუფლებლად. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ შეიძლება სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება. ასევე, მსჯელობენ იმ საკითხზე, რომ გასაჩივრდეს ე. წ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დადგენილი დროით, ათდღიანი ვადა აქვთ.

ასევე, ადვოკატმა განცხადება გააკეთა გაფრინდაშვილის ოჯახის პრემიერ-მინისტრთან გუშინ გამართულ შეხვედრაზეც, სადაც სწორედ გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით განსახორციელებელი და ჩატარებული ღონისძიებები განიხილეს.

ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო რეჟიმმა გუშინ პატიმრობის ვადად წელიწადი და ცხრა თვე განუსაზღვრა.