ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები

ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა უკვე 23 დღეა გრძელდება. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მხარდამჭერი აქციები გაიმართა ოსლოსა და ტალინში. ოსლოში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. წერილი კი გაეგზავნება ნორვეგიის სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ექიმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს ესტონეთშიც.

ტალინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. აქციას, რომელიც ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ჩატარდა, ესტონეთში საქართველოს ელჩიც ესწრებოდა. ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, საოკუპაციო რეჟიმს არა ერთხელ მოუწოდა როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობამ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება ამ დრომდე ზარდიანთ კარის მკვიდრი, გენადი ბესტაევი. მას 26 დეკემბრს ბრალი წარუდგინეს ორი მუხლით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.