ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია

ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.