ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადება

საკრებულოს უმრავლესობის რიგებიდან ერეკლე კუხიანიძის გარიცხვას მიესალმება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი. მისი თქმით, ყველა პარტია პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარი წევრების გამონათქვამებსა და გადაწყვეტილებებზე. თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ეთანხმებიან დეზინფორმაციას, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება სასამართლოში.