ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება.

ადვოკატი, რომელიც  საქმეში ადვოკატთა ასოციაციამ ოჯახის თხოვნით ჩართო, პორცესზე  ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ შაუმდგომლობას დააყენებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.