ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ უსაფრთხოების სამსახურმა სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურა. ჯერჯერობით უცნობია, რა გარემოებაში და რა მიზეზით მიიღო ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლომ. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქართველი ექიმი 9 ნოემბრიდან უკანონო ტყვეობაში იმყოფებოდა.