ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება

ამ დრომდე, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება ცნობილი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დღეს ე.წ. იზოლატორიდან ცხინვალის ე.წ.ციხეში გადაიყვანეს. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწფო მინისტრის ინფორმაციით, დაკავებული ექიმი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს.

რუსეთის პატრიარქს მიმართა და მედიკოსის გათავისუფლება სთხოვა კათოლიკოს-პატრიარქმა. ხვალიდან დაანონსებულია ექიმების მხარდამჭერი აქციები. დღეს ,,მოამბემ” ის ყოფილი პატიმრები ჩაწერა, რომლებმაც გაფრინდაშვილი ე.წ. იზოლატორში ყოფნის დროს ნახეს. საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებას არ აღიარებს.