ვაჟა-ფშაველას იუბილე
მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შესრულდა ლექსის, „ჩემი ვედრების“ მიხედვით შექმნილი წარმოდგენა. დადგმის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა. მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ ვოკალური სექსტეტი The Georgian Six და კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.