ვაჟა ბაბუს სკვერი ფოთში

სანაპირო სკვერი ფოთში, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრმა საკუთარი სახსრებით გააშენა.

ვაჟა სიჭინავას წამოწყებას რიგითი ფოთელებიც მალევე შეუერთდნენ. მშენებლობისთვის თუ სკვერის კეთილმოწყობისთვის საჭირო მასალები და ინვენტარი მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან მოჰქონდათ. ერთობლივი ძალით აშენებული პარკი დღეს ფოთელების საყვარელი ადგილია.