ვადაზე ადრე გათავისუფლებული პატიმრები

პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შედეგად, რამდენიმე პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ცნობისთვის, მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველა პირს, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან, 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ.