ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი იბრძვის. როგორც მედია აღნიშნავს, ის უპირობო გამარჯვებულია და ვადამდელი არჩევნებით, მოქმედ პრეზიდენტს საკუთარი ძალაუფლების გამყარება სურს. თოყაევმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ სექტემბერში განაცხადა. წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს არჩევნებში განმეორებით მონაწილეობის მიღების უფლება აღარ ექნება, თუმცა უფლებამოსილების ვადა 7 წლამდე გაიზარდა.