ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

პარლამენტის დასაკომპლექტებლად საკუთარ არჩევანს აკეთებს სომხეთის მოსახლეობა.

კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობის თანახმად, დილის 8 საათიდან მიმდინარეობს. მოქალაქეებმა არჩევანი ცხრა პოლიტიკურ პარტიასა და ორ ალიანსს შორის უნდა გააკეთონ.

საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.

მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ქვეყნის პრეზიდენტმაც. არჩევნებზე იმყოფებოდა ნიკოლ ფაშინიანიც.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი