ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია.

არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმებას“ თითქმის 54 % აქვს და 105 ადგილიან პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს. შესაბამისად, ქვეყნის სათავეში პრემიერის რანგში, კვლავ ნიკოლ ფაშინიანი დარჩება. მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი, „სომხეთი“ 29 მანდატით, ხოლო, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის საარჩევნო ბლოკი, „პატივი მაქვს“, რომელიც ექვს ადგილს მიიღებს.

ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარება და გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი