ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სებეთში

18:19, 25.10.2026

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სებეთში სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც.

ამომრჩეველი დღეს ხმას აძლევს არა კონკრეტულ ცალკეულ კანდიდატს, არამედ პოლიტიკური პარტიის ან კოალიციის მიერ წარდგენილ ერთიან სიას. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ ექვსი მილიონ 450 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ისინი დღეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 250 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტია”, ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდ ვუჩიჩი კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა.

სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. მაშინ მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი