ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“და „ქრისტიან სოციალური კავშირის“ ალიანსი 30%-ით პირველ ადგილზეა. გამოკითხვებით მეორე ადგილს იკავებს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“- 21 %-ით. მმართველი „სოციალ დემოკრატები“, კანცლერ ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით კი მესამე ადგილზე 16 %-ით არის. 13 %-ი აქვს ამჟამინდელი ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის პარტია „მწვანეებს“. ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხებია: იმიგრაცია, გერმანიის ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებები. გერმანიაში ვადამდელი არჩევნები კანცლერ ოლაფ შოლცის სამ-პარტიანი მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ დაინიშნა.