ვადამდელი არჩევნები იაპონიაში
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07:00-ზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. გამოკითხვის მიხედვით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის კონსერვატიულ კოალიციას შეუძლია, ქვედა პალატაში 465 ადგილიდან 300-ზე მეტი მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდება, პრემიერი ამბობს, რომ თანამდებობას დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ძლიერი თოვლის გამო, ვარაუდობენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა შესაძლებელია მცირე იყოს.