ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი რჩება. ადგილობრივი დროით 19 საათზე, ყველა უბანი დაიხურება. მოქალაქეების აქტივობის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

ხმის მიცემის პროცესს #მოამბის გადამღები ჯგუფი ადევნებს თვალს.

ბოლო მონაცემებს ბაქოდან ლევან ახალაია გაგვაცნობს.