ვადაგასული საკვების რეალიზაციის ფაქტი 

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

დაკავებულია ერთ პირი, რომელიც სხვადასხვა ბრენდულ ვადაგასულ პროდუქციას, სოფელ ქვემო გურგენიანში საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სისტემატურად ყიდდა. ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქციაა ამოღებული. გამოძიების თანახმად, ბრალდებული სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პროდუქციას ჯერ ყიდულობდა, შემდეგ ვარგისიანობის ვადებს კუსტარულად დამზადებული ბეჭდით აყალბებდა და მის რეალიზაციას ისე ახდენდა.

დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.