ვადაგასული და გაურკვეველი ხორცი  

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორც-პროდუქტები იყიდებოდა.

საუბარია ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა სახეობის ვადაგასული, მათ შორის ცხენის ხორციც აღმოაჩინეს. პროდუქცია ეტიკეტირებულიც არ იყო და მისი რეალიზაცია ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დარღვევით ხდებოდა.

ბაზრობა, სადაც ობიექტი არის განთავსებული, პასუხისმგებლობას რეალიზატორს აკისრებს.