ვაჭრობა ენერგორესურსებით რუსეთსა და ევროკავშირს შორის
ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვნებათაღელვა და პროტესტი არ ცხრება.
საწვავის გაიაფებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც დონალდ ტრამპმა რუსულ დიზელზე სანქციების ექვსი თვით მოხსნა გაამართლა, დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერის სტატისტიკამაც გაამყარა. მაშინ როცა აშშ-ის ლიდერს რუსული დიზელის ამერიკისა და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდების შეთანხმების გამო მწვავედ აკრიტიკებენ, ტრამპი დასავლეთს უკრაინის ომის შემდეგ სწორედ რუსული ენერგორესურსებისთვის გადახდილ სოლიდურ თანხებზე მიუთითებს. ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთზე სწორედ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებას ომის დასრულების ერთ-ერთ მთავარ გზად განიხილავენ, ოფიციალური ვაშინგტონი ორმაგ პოლიტიკაში და რუსეთთან ენერგოვაჭრობის გაგრძელებაში ღიად ადანაშაულებს. ევროკომისია განმარტებების რეჟიმშია. ბოლო დღეებში ამერიკის პრეზიდენტის და რუსეთის მთავრობის მხრიდან გასაჯაროებულმა სოლიდურმა თანხებმა და ციფრებმა კიდევ უფრო გაააქტიურა შეკითხვა: რამდენად შეამცირა 2022 წლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.