უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესმა, იურისტთა ნაწილი საერთო მიმართვის გარშემო გააერთიანა.

მზად არის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გვარების დაკონკრეტების გარეშე, სასამართლო სფეროში არსებულ დაჯგუფებაზე და მის წევრთა გავლენების მასშტაბებზეა საუბარი. დოკუმენტის ავტორთა აზრით, სასამართლო სისტემა დღეს კლანისგან იმართება, რის აღსაკვეთადაც, სისტემური ცვლილებები და რეფორმაა საჭირო. იურისტები დეპუტატებს პარლამენტში გაგზავნილი პროექტის განხილვას, მხარდაჭერას და დამტკიცებას სთხოვენ. თუმცა, მმართველი გუნდის განწყობებიდან გამომდინარე, იურისტების მიერ მომზადებული პროექტი დიდი ალბათობით ჩავარდება.

 

დატოვე კომენტარი