უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

პარლამენტისგან მხარდაჭერის მიღებას დღეს ლალი ფაფიაშვილი ცდილობდა.

10-წლიანი სამოსამართლეო ბიოგრაფიის მქონე ყოფილ მოსამართლეს და ძველ პარლამენტარს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ სურს გამწესება. კანდიდატის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, ამიტომ დეპუტატებმა კითხვები ძირითადად წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დასვეს. მოსმენას კანდიდატის კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. კანონმდებლებმა წინა ხელისუფლების დროს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მაშინდელი სასჯელაღსრულების სისტემის შეფასებაც სთხოვეს.