უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

რეზონანსული აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლოზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებები.

პარლამენტში დღეს სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოქმედ მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენდნენ. 20-წლიანი სამოსამართლეო ბიოგრაფიის მქონე კანდიდატმა დღეს თქვა, რომ წინა მთავრობის დროს ციხეში უდანაშაულო ადამიანებიც ხვდებოდნენ. კანდიდატმა სისტემური პრობლემების არსებობაც დაადასტურა. სხირტლაძეს კითხვები დაუსვეს იმ მოსამართლეებზეც, რომლებსაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევენ.