უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

ხმაურიანი აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა.

დეპუტატების მწვავე კითხვებს და კრიტიკას ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე ისმენდა. დღეს დარბაზიდან მისი გაძევებაც კი მოითხოვეს.

დეპუტატების, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების უკმაყოფილება კანდიდატის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც მან რამდენიმე დეპუტატის კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი თქვა.

სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10-კაციან რეზონანსულ სიაშიც იყო, რომელმაც დეკემბრის ბოლოს ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია.