უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

ხმაური იყო პარლამენტში, სადაც იუსტიციის საბჭოს მოქმედ მდივანს უსმენდნენ.

გიორგი მიქაუტაძე დეპუტატების წინაშე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში წარსდგა. იუსტიციის საბჭოს მდივანს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის ნაწილი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს ეხებოდა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს არაერთხელ ახსენეს კლანური მმართველობა. გიორგი მიქაუტაძეს განმარტებების გაკეთება იმ ხმაურიან სიაზეც მოუწია, რომელიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში მწვავე ვნებათაღელვის მიზეზი გახდა.

შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში დღეს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, რაც საკრებულოს დეპუტატის ვატო შაქარაშვილისა და იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მისვლას მოჰყვა.

დღევანდელ მოსმენას დილიდან გიორგი კობერიძე ადევნებდა  თვალს.