უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს უსმენენ. დღეს, იუსტიციის საბჭოს წევრების კითხვებს ორი კანდიდატი – ივერი აბაშიძე და გოჩა აბუსერიძე უპასუხებენ.  საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატებთან კითხვები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ, რადგან ორივე მათგანი მოქმედი მოსამართლეა. გადაბარების პროცესი კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში იმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა 9 კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელსაც შემდეგ უკვე დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან.