უზენაესი სასამართლოს განაჩენი

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, თელავის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.