უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

უზენაესმა სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, ორი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი  მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში. უწყების ცნობით, დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული  ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების  უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.