უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე აირჩია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ინდივიდუალურად უყარეს კენჭი. ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს, ორივე შემთხვევაში 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ორივე კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდაა არჩეული.