უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე დღეს იმსჯელებენ

უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების საკითხზე იმსჯელებენ იუსტიციის საბჭოში. საუბარია, დარჩენილ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე. აპლიკანტებს საბჭო გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან შეარჩევს.

სწორედ დღეს გაირკვევა იმ პირთა ვინაობა, რომელთაც ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ. მათ გასაუბრება საბჭოში უკვე გავლილი აქვთ, ამიტომაც კანდიდატებს მხოლოდ პარლამენტში მოუსმენენ. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში ვაკანსიების შევსება ვერც ამჯერად მოხდება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი