უზბეკი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან, მათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. ინფოტურის ფარგლებში, თერთმეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.