უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

12:01, 02.07.2026

დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი ჩამოდის, რომლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 18 საათზე გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია უზბეკეთის და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ოფიციალური ცერემონია, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტი სამახსოვრო გზავნილს დატოვებს. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში საქართველო უზბეკეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კი – უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი ეწვია, სადაც გენერალურ დირექტორთან და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარებაზე და საინტერესო პროექტების გაშუქებაზე იმსჯელეს.

მსგავსი