უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ცოტა ხნის წინ, შავკატ მირზოევმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს კანცელარიაში. დაგეგმილ შეხვედრებამდე კი, ირაკლი კობახიძემ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და დედაქალაქის ხედები დაათვალიერეს. უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტის მნიშვნელობას, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. შავკატ მირზიოევი საქართველოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის პრეზიდენტმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.