უზბეკეთის IT პარკის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ კასრაძეს შეხვდა
უზბეკეთის პრეზიდენტის დელეგაციაშია უზბეკეთის IT პარკის აღმასრულებელი დირექტორი ჯახონგირ რადჯაბოვი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელს, ავთანდილ კასრაძეს შეხვდა. განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტები სტარტაპ-ეკოსისტემის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პროგრამული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრაციას შორის, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, ორ ქვეყანას შორის ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირებას, სტარტაპების ორმხრივ თანამშრომლობას და საერთაშორისო გაფართოების ხელშეწყობას.