სასმელი წყალი არ მიეწოდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯორჯიაშვილს. პრობლემა 40 წელია, მოუგვარებელია.
დასახლება ტექნიკური წყლითაც ვერ მარაგდება. გამონაკლისი მხოლოდ წვიმიანი ამინდია. პრობლემის მოგვარება ბოლო 12 წლის განმავლობაში ჭაბურღილის გათხრით რამდენჯერმე სცადეს და სოლიდური თანხაც დახარჯეს, თუმცა ყველა შემთხვევაში სამუშაოები არასწორად ჩატარდა.