უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“

12:25, 07.11.2026

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ გაიმართა. სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი დივერსიული აქტების შედეგების ლიკვიდაციას, ხანძრის ქრობასა და მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს.

სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს  სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც. სწავლების მთავარ მიზანს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწა, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და კრიზისებზე ეფექტიანი რეაგირება წარმოადგენდა.

მსგავსი