უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის სხდომა 

12:23, 26.09.2026

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. განიხილეს საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. კომისიის წევრებმა შემდგომი რეაგირების საჭიროებები განსაზღვრეს და შესაბამისი უწყებებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდნენ. სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ეფექტიანი განხორციელებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

მსგავსი