უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა მცირდება. კომისია სამმა პარტიამ დატოვა. პოლიტიკური სუბიექტების  მტკიცებით, კომისია მათი მიერ დაფიქსირებულ წინასაარჩევნო დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენდა.

ანალოგიური მიზეზით კომისიას ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბოიკოტი გამოუცხადა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც თეა წულუკიანის მისამართით არაერთი პრეტენზია აქვს.

„სამართლიანი არჩევნები“ და „საია“ კომისიის ხელმძღვანელს სტრესული გარემოს შექმნაში ადანაშაულებს.