უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის დასკვნას ამჯერად იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს.

კომისიაში უმრავლესობით მყოფი უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში თეა წულუკიანი პოლიტიკურ მოტივებს ხედავს და მიიჩნევს, რომ დასკვნა მთავარ კითხვებს პასუხს ვერ სცემს.

უწყებათშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მინისტრის კრიტიკის სამიზნე გახდა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელსაც გრიგოლ ვაშაძის გარდა არჩევნებზე პრეზიდენტობის ე.წ. ტექნიკური კანდიდატებიც ჰყავს წარდგენილი. არ არის გამორიცხული, რომ გაერთიანების მიერ წინასაარჩევნოდ შემუშავებული სტრატეგია მომავალში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის  შეცვლის მიზეზი გახდეს.

შორენა ხვიჩიამ მოისმინა სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.