უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა თეა ახვლედიანმა და ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებაზე. აღინიშნა, რომ მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. იმსჯელეს სამომავლო გეგმებზეც.